20 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაყიდვის რეგულაციის გამკაცრებაზე მუშაობს

არასრულწლოვანებს მცირე ზომის აფთიაქები ისე ყიდიან, რომ მოზრდებს არც პირადობის მოწმობას სთხოვენ და არც ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს.

გაბაგამა, ბაკლოსანი, გრიმოდი ანდანტე, ეს გაბაპენტინის ჯგუფის მედიკამენტებია რომელიც ეპილეფსიის, შაკიკის და კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ ინიშნება. ამ პრეპარატების მიღება არ იწვევს განსაკუთრებულ სიამოვნებას, მაგრამ მათი ფასისა და ხელმისაწვდომობის გამო ახალგაზრდები მაინც მოიხმარენ. ამ ჯგუფის პრეპარატებს მაღალი დოზით მომადუნებელი, გამაბრუებელი მოქმედება აქვს, იწვევს ილუზიებსა და ჰალუცინაციებს.

მსგავსი პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში ლეტალური შედეგები უფრო ხშირია, ვიდრე ჩვეულებრივ ნარკომომხმარებლებს შორის.

ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ ბრუნვაში მიცემის გამო აფთიაქი პირველ ჯერზე 6 ათასი ლარით დაჯარიმდება. შემთხვევის განმეორებისას მის მეპატრონეს 12 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, მესამე შემთხვევაში კი სააფთიაქო საქმიანობის ლიცენზიას ჩამოართმევენ.

სააფთიაქო ნარკომანიის დასაძლევად მოქმედი შეზღუდვები საკმარისად არ მიაჩნია თავად ჯანდაცვის მინისტრს. მისი უწყება ახალ რეგულაციაზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენენ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში ურეცეპტოდ მედიკამენტის გაყიდვის გამო მეპატრონეს სააფთიაქო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალება.

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

დღის ამბები