20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
არა "გაზპრომს" - საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გამართეს

არა "გაზპრომს" – რუსული ენერგო–გიგანტის საქართველოში შემოსვლის გასაპროტესტებლად ხალხი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ცნობილმა ადამიანებმა, სხვადასხვა პროფესიისა და რიგითმა მოქალაქეებმა დღეს რუსული მონოპოლისტის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის არგუმენტები 12 მთავარ პუნქტად ჩამოაყალიბეს. მთავარი არგუმენტი კი აზერბაიჯანის მყარი და სტაბილური პარტნიორობაა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაზპრომი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველ და არასტაბილურ კომპანიად იქცა. ამის ფონზე, პუტინის პოლიტიკის და ოკუპანტი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური იარაღის სტატუსის მატარებელ კომპანიასთან გასაიდუმლოებული მოლაპარაკების დაწყება, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პატიების განცხადებით საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ამ გარიგების უკან სწორედ სახელისუფლებო გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესი დგას.

დღევანდელი აქცია, რომელიც საზოგადოებრივი პლატფორმა= დაიცავი თავისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც 18 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გაიმართა მთავარი ლოზუნგით – არა გაზპრომს.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები