20 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მოხუცი ჯამბაზების 102-ე წარმოდგენა რუსთაველის თეატრში

რუსთაველის თეატრში მოხუცი ჯამბაზები უკვე 102-ედ ითამაშეს. გოჩა კაპანაძის სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში 2008 წლიდან არის და ყოველ ჯერზე დარბაზი მაყურებლით სავსეა, გამონაკლისი არ იყო არც გუშინდელი სპექტაკლი, რომელზეც გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა და ზინაიდა კვერენჩხილაძე გაიხსენეს და მაყურებელს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავების შემოქმედების ამსახველი ვიდეოკოლაჟი შესთავაზეს.

სპექტაკლის დასასრულს დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას კახი კავსაძემ, ჯემალ ღაღანიძემ და რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მიმართეს.

მათ გურამ საღარაძესთან გატარებული წლები, პარტნიორობა და მეგობრობა გაიხსენს. 

 

დღის ამბები