ერთ წელზე მეტია ზაჰესის მოსახლეობა დედაქალაქის ცენტრს შემოვლითი გზით უკავშირდება. ცენტრალური ხიდი რეაბილიტაციისთვის 2014 წლის დეკემბერში დაიკეტა და დღემდე სამუშაოების ნახევარიც კი არ არის შესრულებული. ზაჰესის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად რამდენიმე აქციაც მოაწყო, თუმცა მერიას მშენებლობის ტემპი არ დაუჩქარებია. ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია. მასთან საუბრის დროს ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო იძულებული არიან მცხეთის გავლით იმოძრან. ზაჰესში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვეღარ დადის.
“ორი წლის განმავლობაში ხიდი სარეაბილიტაციოდ დახურეს და დღემდე ახლა როგორც ვხედავ ოთხი ხუთი მუშა თხრის რაღაცას, მოვუწოდებ ნარმანიას და მისი მოადგილეს, მოვიდნენ ადგილზე და კონკრეტული პასუხი გასცენ ზაესის მოსახლეობას, ბოლოსდაბოლოს როდის გახსნიან ამ ხიდს“ - აცხადებს ნიკა მელია.