რუსთავი 2-ის ინფორმაციით ცხედარი, რომელსაც ამჟამად პროზექტურაში ექპერტიზა უტარდება, ტელე-რადიო კომპანია საქართველოს ხმის დამფუძნებელს ეკუთვნის. ერთ-ერთი ვერსიით, ბიძინა კუჭავა პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განმარტებები არ კეთდება. ამ დრომდე უცნობი რჩება მომხდარის მოტივებიც.
გავრცელებული ცნობით, თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან ბიძინა კუჭავას მეუღლე და რამდენიმე ადამიანი.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი