20 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პროკურორის მკვლელობა - "საქართველოს ხმის" აღმასრულებელი დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს ხმის აღმასრულებელი დირექტორი ამ დროისთვის თბილისის მთავარ პროკურატურაში იმყოფება. მამუკა კუჭავა რამდენიმე წუთის წინ შევიდა დაკითხვაზე. 

დაკითხვაზე იმყოფება საქართველოს ხმის დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას მეუღლეც. კურიერის ინფორმაციით დაიკითხა ის ქალბატონიც, რომელიც კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა. 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით ბიძინა კუჭავამ ჯერ მისი ნათესავი პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენი ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 

კურიერის გადამღები ჯგუფი საქართველოს ხმის ოფისშიც იმყოფებოდა, რომელიც ბიძინა კუჭავამ დააფუძნა. ოფისი დახურულია და ადგილზე თანამშრომლები არ იმყოფებიან. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიძინა კუჭავა ბოლო დროს მცირე ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა თუმცა რა სფეროში ამ დროისთვის არ სახელდება. 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები