20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიებას არ ენდობა

გვიან ღამით ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურიდან თბილისში, მის სახლში გადაასვენეს. მოგვიანებით მედიასთან საკუთარი სურვილით პირველი კომენტარები გააკეთეს კუჭავას ოჯახის წევრებმა.

ისინი პროკურორ ვახტანგ ქირიასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებენ და მის მკვლელობასთან კუჭავას კავშირს გამორიცხავენ, ისევე როგორც, რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებლის თვითმკვლელობას.

კუჭავას ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ისინი არ ენდობიან გამოძიებას, მის ვერსიებს და ალტერნატიული ექპერტიზის ჩატარებას დღეს გეგმავენ. ოჯახი ასევე გამორიცხავს ბიძინა კუჭავას კავშირს სხვა გახმაურებეულ საქმეებთან.

დაკითხვიდან პირდაპირ კუჭავას სახლში მივიდა საქართველოს ხმის დირექტორი. მამუკა კუჭავამ, დაადასტურა რომ გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, კუჭავასა და ქირიას შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ არ სმენია.

დღის ამბები