20 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
იუსტიციის სახლთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

იუსტიციის სახლთან მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, ოფიციალური ვერსიით, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა, ქალაქის პროკურატურამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და იკითხება ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაიმე სახის კავშირი შეიძლება ჰქონდეს მომხდართან.

გამოძიების ინფორმაციით, კუჭავასთან ერთად ავტომობილში მისი მეგობარი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მთავარი მოწმეები გუშინ თბილისის პროკურატურაში რუსთავი 2-ის კამერამაც დააფიქსირა, თუმცა მედიასთან მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები