ნუცუბიძის ქუჩაზე გვიან ღამით მერსედესის მარკის ავტომანქანა დაიწვა. მანქანას ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. მძღოლი პატრულის თანამშრომლებმა დროულად გადმოიყვანეს. ის არ დაშავებულა.
ერთ-ერთ ვერსიად ავტომობილის გაუმართაობა სახელდება. ადგილზე სახანრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ.
სამართალდამცველებმა მძღოლი უკვე დაკითხეს.