პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ ცხედარს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან. ოჯახს იმედი აქვს, რომ კერძო ექსპერტიზის შემდეგ გამოძიება სხვა კუთხით წავა.