20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს განვითარდეს,"- იან კელი

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ლიდერთა აკადემიას ხსნის.

საზეიმო ღონისძიება და კონფერენცია დღეს დილიდან მიმდინარეობს. მას დიოპლმატები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება ამერიკის ელჩიც, რომელმაც აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ეს ღონისძიება ჩვენი ძალისხმების ნაწილია, რომ დავეხმაროტ საქართველოს განვითარდეს როგორც ეკონომიკა, შეიმუშაოს კარგი საზოგადოებრივი პოლიტიკის ინიციატივები. ეს ყველაფერი კი უკავშირდება მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. ჩვენ სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ შეხვედრას," - აცხადებს ამერიკის ელჩი იან კელი. 

შეხვედრას ესწრება  ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერიც. 

"საქართველოს მთავარი გამოწვევაა ის რომ, მან უნდა განაგრძოს ევროატლანტიკურ გაერთიანებებში ინტეგრაცია. ასევე ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილად რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის მიმართ და დარჩეს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ახლოვდება არჩევნები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ტესტი. მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორორისო გაერთიანების მხრიდან საქართველო მეტ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ არარეთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების, დაკავებების მასშტაბებისა და ტემპის მიმართ, ასევე რუსთავი ორის საქმის მიმართ. სიტუაცია ამ კუთხით ახლა მშვიდია, თუმცა ბოლომდე მოგვარებული არ არის," - განაცხადა კრამერმა. 

 

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები