მუხმად თურქოშვილისა და რამზან ფარეულიძის გარდაცვალების შესახებ იფნორმაცია კურიერს მათმა ახლობლებმა დაუდასტურეს. თურქოშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის ოჯახთან ერთად უკვე 10 წელია თურქეთში ცხოვრობს.
კურიერთან საუბრის დროს თურქოშვილები ამბობენ, რომ მათ მუხმადის სირიაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მასთან დიდი ხანია არ უსაუბრიათ.
ამ დრომდე უცნობია თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ორი ქართველი ახალგაზრდა სირიაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში სირიაში 14 ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა.