მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად გამოცხადებული, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას.
მათი მტკიცებით, გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიანიშნებს, რომ მოვლენები ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული სცენარით ვითარდებოდა.
საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ოჯახმა ექსპერტიზაში ჩართო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც დათანხმდა საქმეში მონაწილეობას.
"არის ისეთი დაზიანებები, რომელიც მკვლელს არ უნდა ქონდეს. დაზიანება სხვა ადგილებზეა. ნატყვიარზე არ არის საუბარი. თითი აქვს მიკერებული. ადამიანს ფეხი ისე აქვს დაზიანებული, არ შეიძლება შემდეგ სიარული შეძლოს, მანქანაში ჩაჯდეს, თავი მოიკლას,“ - განმარტავს საქართველოს ხმის დირექტორი მამუკა კუჭავა.