20 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებს გამოძიებასთან კითხვები აქვთ

ვახტანგ ქირიას საქმის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურორის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს კითხვები აქვთ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაღპულულის ოჯახის წევრები მოუწოდებენ გამოძიებას რომ დასახელდეს მოტივები და გამოქვეყნდეს მტკიცებულებები რომ საქმეში ნამდვილად მონაწილეობას იღებდა ბიძინა კუჭავა. 

მოკლული პროკურორის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქირიას და კუჭავას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ქირიას ცხედარი გუშინ თბილისიდან სამეგრელოში გადაასვენეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით. შს სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქირია კუჭავამ მოკლა, შემდეგ კი - თავი მოიკლა. 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები