20 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადება

მართლმადიდებელი სამყარო ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადება. ასობით პილიგრიმი სტუმრობს მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ადგილს ქასრ–ალ–იაჰუდს, სადაც სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. ამ დღეს მორწმუნეები სიმბოლურად მდინარეში ჩადიან. ნათლობის ცერემონია გაიმართა მდინარე იორდანის ორივე ნაპირზე და მას იერუსალიმის მართლმადიდებნელი პატრიარქი ტეოფილე მესამე უძღვებოდა. ტრადიციულად მდინარეში პატრიარქის მიერ ნაკუთხი გვირგვინი გადააგდეს, მოგვიანებით კი სიმბოლურად თეთრი მტრედი გაუშვეს.

დღის ამბები