20 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
კლინიკებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობამ იმატა

სამედიცინო დაწესებულებებში ბოლო დღეებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობის მატებას ადასტურებენ და მომდევნო თვეებში არ გამორიცხავენ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ამის შესახებ კურიერთან იაშვილის კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა კანდელაკმა ისაუბრა.

„მიმართვიანობა იმატებს ხოლმე ზამთრის პერიოდში. ძირითადი სიპტომებია ცხელება, ხველა სისუსტე, ის რაც ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს,“ - აცხადებს ეკა კანდელაკი.

ღორის გრიპის გამოვლენის რაოდენობა საქართველოში 8 000-ს აჭარბებს, მაგრამ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის საგანგაშო ზღვარი. 

დღის ამბები