თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით 64 ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მსოფლიო მშვიდობას ავღანეთში იცავს სიცოცხლის გადარჩენისათვის მედალს მიიღებს. ზუსტად ერთი თვის წინ ქართველმა სამხედროებმა სიკვდილს 7 ამერიკელი სამხედრო გადაარჩინეს, რომლებიც თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.
სამხედროების გადარჩენისთვის ქართველ ჯარისკაცებს განსაკუთრებული მადლობა ამერიკულმა სარდლობამ გადაუხადა.
ეროვნული გვარდიის სამხედროებს ნატო-ს წევრი ქვყენების ჯარისკაცებიც ბევრჯერ გადაურჩენიათ.
ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 800-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს, ყოველდღიურ რეჟიმში ისინი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მიწიდან და ჰაერიდან მსოფლიო უსაფრთხოებას იცავენ.
ავტორები: დავით კაკულია, ვახო ბუნტური, ეკა ბუცხრიკიძე.