ყოფილი პრემიერი ოჯახთან ერთად ციხისძირში დღესაც ნახეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ივანიშვილის შერჩეული ხეების ბობოყვათში გადასატანად სპეციალურად გაჰყავთ გზა, რომელიც ციხისძირის მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ნაკვეთზეც გაივლის.
ასწლოვანი ხეების გადამტანი კომპანია ვერ აკონკრეტებს ვინ იხდის ფულს და ვინ არის დამკვეთი. ოპოზიციის მტკიცებით კი ასწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეწირება, არაფორმალური მმართველის სურვილის შესრულებას კი მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება.
საფრთხეებზე საუბრობენ გარემოსდამცველები. მათი თქმით, ფორმალურად კანონი არ ირღვევა, თუმცა ეკოლოგია ერთი ადამიანის ინტერესებზე ხდება მორგებული, თბილისშიც და ახლა უკვე აჭარაშიც.
გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პროცესის მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა დანამდვილებით იმას ვერავინ ამბობს, გაიხარებს თუ არა უნიკალური ჯიშის ხეები გადატანის შემდეგ.
ავტორები: ელისო ჯარიაშვილი.