ხანგრძლივი საკონცერტო ტურნეს შემდეგ ქართული ნაციონალური ბალეტი ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
პირველი საკონცერტო სივრცე კი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზია. სუხიშვილებმა ქართველ მაყურებელთან შეხვედრა ნაცნობი ქორეოგრაფიული ნომრებით გადაწყვიტეს.
17 კომპოზიცია და მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ქორეოგრაფიული ნომრები ქართველ მაყურებელს და ნაციონალური ბალეტის ყველა თაობას ეძღვნება. ამჯერად სუხიშვილები ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ.
სუხიშვილები 22 და 23 იანვარს მაყურებელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ელოდებიან. თებერვლიდან კი ისევ ხანგრძლივ მოგზაურობას და საქართველოს საზღვრებს მიღმა კონცერტებს დაიწყებენ.
ავტორები: სალომე ბენაშვილი.