20 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"არ დავადასტურებ თითის მოჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას" - მაია ნიკოლეიშვილი კუჭავაზე საუბრობს

ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას თითის მოჭრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ზედაპირული დათვალიერებით მას შეუძლია გადაჭრით თქვას, რომ ფეხის თითი გარდაცვლილს მოჭრილი და შემდეგ მიკერებული არ აქვს.

„ნამდვილად არ დავადასტურებ თითის მოჭრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ დაზიანება ფეხის თითზე ნამდვილად არის და ის სიცოცხლის დროინდელია. ეს პრეპარატი უნდა ინახოს ექსპერტიზის ბიუროში, რომლის შემდეგაც შემიძლია უფრო კონკრეტულად ვისაუბრო,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილი ასევე აცხადებს, რომ მან გვამის სახელშეცვლილი დაზიანებები ნახა, ამიტომ სანამ სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ პრეპარატებს არ გაეცნობა, მანამდე მსჯელობა იმის თაობაზე რით არის დაზიანებები მიყენებული, ან სროლის მანძილი როგორია უჭირს.

ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება ითანამშრომლებს ოჯახთან და მას მიეცემა საშუალება ჩართოს პროცესში.

დღის ამბები