შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გუშინდელ განცხადებებს ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები არ გამოხმაურებიან, თუმცა ადვოკატმა არჩილ თალაკვაძის კომენტარს ნაჩქარევი და აბსურდული უწოდა.
გია გოროზია გამორიცხავს კუჭავას ყოველგვარ კავშირს მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებულ სხვა მკვლელობებთან.
"მტკიცებით ფორმაში არ უნდა საუბრობდეს ბატონი თალაკვაძე. მე მას რომ ვუსმენდი, ის ნაწერს კითხულობდა, როგორც ჩანს უთხრეს, რომ მას ეს ნაწერი უნდა წაეკითხა და მან ეს პირნათლად შეასრულა," - აცხადებს გია გოროზია.
მაესტროს ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ თალაკვაძემ განაცხადა, რომ არსებობს გამოძიების მიერ მოპოვებული საკმარისი მტკიცებულებები, რაც პრაქტიკულად ადასტურებს, რომ სწორედ ბიძინა კუჭავამ მოკლა პროკურორი.
რაც შეეხება, გამოძიების მთავარ მოწმეებს, პოპოვებს, გოროზიას თქმით, მათ ოჯახი არ იცნობს. კუჭავების ადვოკატი ეჭვობს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ეს ადამიანები საქმეში თავად ჩართეს.