20 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის თარიღი ისევ უცნობია

ამ დრომდე უცნობია კონკრეტული ვადა, თუ როდის მოხდება პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზინდეტის ანგარიშის მოსმენა.

საუბარია 2014 წლის მოხსენებაზე. გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში ვადა 2 კვირაში ეწურება.

ქადაგიძის თქმით, დეპუტატების წინაშე წარდგენისთვის ის მზად არის და პასუხს საკანონმდებლო ორგანოსგან ელოდება.

„იმედს გამოვთქვამ, რომ პირველივე ბიუროს სხდომაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება, მოხერხდება ჩაისვას დღის წესრიგში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა. მითუმეტეს, რომ ეს არის ბოლო ანგარიში ჩემთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის რანგში და საშუალება მომეცემა ვისაუბრო ყველა იმ გამოწვევაზე, რაც გავიარეთ,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

დღის ამბები