შედგება თუ არა გიორგი ქადაგიძის მოსმენა თებერვალში - ეს საკითხი პარლმენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე უნდა გაიკრვეს.
უმრავლესობაში თვლიან, რომ მთავარია პროცესი გაიმართოს, დროს და პერსონებს კი მნიშვნელობა არ აქვს.
ამავე დროს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში ბანკიდან ამ დრომდე არ შესულა ფინანსური სტაბილურობის გეგმა, რაც ანგარიშის განხილვის დროს აუცილებელია.
„თუ ისინი თვლიან, რომ სწრაფად უნდა მოხდეს ამის განხილვა, სრულყოფილი რომ იყოს ეს განხილვა, მათ მინიმუმ ეს ყველაფერი უნდა წარმოადგინონ,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, პარლამენტი აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.
„ზოგადად ამ პროცესში, რაც მე დავინახე ეროვნული ბანკის საქმიანობის თავლსაზრისით, მე პირადად არც თუ ისე პოზიტიური განწყობები მაქვს, რა არის მოსასმენი, სიმართლე გითხრათ, კარგს აქ ვერაფერს ვერ ვხედავ“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.