უმჯობესი იქნება თუ 2014 წლის ანგარიშს გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს - ამბობენ ოპოზიციაში.
ნაციონალური მოძრაობა იმ ფაქტს, რომ მოხსენების მოსმენა აქამდე ვერ მოხერხდა, ხელისუფლების მხრიდან ინსტიტუციების უპატივცემულობას უკავშირებს და უშუალოდ პარლამენტს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეს არის საქართველოს პარლამენტის ვალდებულება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო.
„უმრავლესობას მოუწევდა კიდევ ერთხელ მოესმინა ის რეალობა, რაც სერიოზულად აზიანებს ფინანსურ სექტორს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.