თბილისში ახალი პროექტების განხორციელებასა და დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის წარმომადგენლების მხრიდან მოისმინა ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ.
პრემიერმა თბილისის მერს პროექტების განხორციელების ტემპებისა და ეფექტიანობის კონტროლის გამკაცრების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.