დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
კათოლიკოს პატრიარქი დილიდან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვა-ლოცვას სამების ტაძარში აღავლენს. დღის მეორე ნახევარში კი სამებაში საყოველთაო ნათლობის მორიგი ცერემონია გაიმართება.