20 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს

სამების საკათედრო ამ წუთებში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ატარებს.

კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება. ეს უკვე ჩვილთა 42-ე საყოველთაო ნათლობა იქნება.

პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

წირვის შემდეგ დაიწყება წყალკურთხევის რიტუალი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები