02 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
გუდაურიდან კობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

გუდაურიდან კობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გზების დეპარტამენტმა გაავრცელა. 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაბალი ხილვადობის გამო შეწყდა. არსებული ინფორმაციით ადგილზე ამ დროისთვის ძლიერად თოვს. 

არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთზე კი ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაა აკრძალული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები