20 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას ვარკეთილში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში. ჯავახეთის ქუჩაზე ავტომობილი შუახნის ქალბატონს დაეჯახა. შეჯახება იმედენად ძლიერი იყო, რომ  ფეხით მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა. 

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

შს სამინისტროს ცნობით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები