ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს დღეს ვეტერანთა ჰოსპიტალის დირექტორმა და ომის ვეტერანებმა.
ისინი ჰოსპიტალისთვის დაფინანსების აღდგენას პრემიერმინისტრს თხოვენ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს მოვალეობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ, რის გამოც ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას მოითხოვენ.
ომის ვეტერანების განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
„ჰოსპიტალის დაფინანსების ერთადერთი წყარო არის საბიუჯეტო დაფინანსება. თუ შეწყდება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად შეწყდება ჰოსპიტალის საქმიანობა,“ - აცხადებს ვეტერანთა ჰოსპიტალის დირექტორი გიორგი მაცაბერიძე.