20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
კვარაცხელიას მკვლელობაში ოჯახის წევრები რძალს ადანაშაულებენ

29 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ოჯახის წევრები რძალს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით,  კვარცხელია გუშინ, ღამით მისივე ცოლმა ჯერ სცემა, შემდეგ დანით სასიკვდილოდ დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე დღეა, ის არავის უნახავს.

მოკლულის და მბობს, რომ ცოლ-ქმრას შორის ჩხუბი ეჭვინობის გამო ხშირად ხდებოდა. მისი განცხადებით, რძალი ქმარს და მცირეწლოვან შვილებს ხშირად სცემდა. მისივე თქმით, რძალი ფიზიკურად მასაც გაუსწორდა.

გამოძიება კვარაცახელიას გარდაცვალების ფაქტზე "სისხლის სამართლის კოდქსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახში თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ. წინააღგმდეგ შემთხვევაში ისინი აქციების გამართავას გეგმავენ.  

ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით 29 წლის ნიკა კვარაცხელია მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები