მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც გამოძიება პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლეობაში ბიძინა კუჭავას ბრალეულობის დადასტურებას აპირებს, ჯერ-ჯერობით საიდუმლოა.
გამოძიებას ამ ეტაპზე ასევე არ აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე, რა იყო კუჭავას მხრიდან ქირიას მკვლელობის მოტივი.
გამოძიების მთავარი მოწმე დავით პოპოვია. ის ამ დროისთვის ოჯახთან ერთად გლდანში ცხოვრობს. მეზობლების ინფორმაციით, წლების განმავლობაში რუსეთში საქმიანობდა, თუმცა დღეს საქართველოშია და იქ ხშირად დადის.
რა კავშირი აქვს მას ბიძინა კუჭავას საქმეესთან, უცნობია. დეტალების გარკვევა მასთან კუჭავების ადვოპკატებს სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს.
მათი ინფორმაციით, პოპოვის ინიციატივით დანიშნულ შეხვედრაზე პროკურატურის მოწმე ფარული ჩამწერი აპარატურით მივიდა, შემდეგ კი გაიქცა.
პოპოვმა კომენტარი არც ჟურნალისტებთან გააკეთა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე