პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული კუჭავას მეუღლე დაკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი2-ს კუჭავებმა დაუდასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით, მარინა ნიკოლოზაშვილი თბილისის პროკურატურაშია დაკითხვაზე დაბარებული. ინფორმაცია ნიკოლოზაშვილს გამომძიებლებმა ტელეფონით მიაწოდეს.
თბილისის პროკურატურაში ნიკოლოზაშვილს 14 საათისთვის ელოდებიან.