20 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
24 წლის დედა ამბობს, რომ ქმარი სცემდა და 2 შვილიც წაართვა

24 წლის დედა თვეზე მეტია, ორი შვილის ნახვას ცდილობს. ელენე მურჯიკნელი აცხადებს, რომ შვილები ყოფილმა მეუღლემ სოფელში წაიყვანა და დედას აღარ უბრუნებს.

ელენე დღემდე თავშესაფარში ცხოვრობს და საკუთარის ნაცვლად სხვის შვილებს უვლის. მას იმედი აქვს, რომ საკუთარს მალე დაიბრუნებს.

ელენე მურჯიკნელი სახლიდან წასვლამდე ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბავშვთა სახლში გაზრდილი 24 წლის დედა იხსენებს, რომ ფეხმძიმობის დროს მისი მეუღლე არაადამიანურ პირობებში აცხოვრებდა, ბოლოს კი იძულებული გახდა, მეუღლის ოჯახი დაეტოვებინა და თბილისში გადმოსულიყო. ამის შემდეგ ის თავშესაფარში ცხოვრობს.

ელენე მურჯიკნელი საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

ვალერი ჯამალაშვილი ამბობს, რომ ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. თუმცა, ის ბავშვების დათმობას არ აპირებს.

სოფელ გიორგიწინდაში ამ ოჯახის პრობლემას სოციალური მუშაკი სწავლობს, რომელიც ამბობს, რომ დედას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად თავშესაფარში გადასულიყო. 

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

 

 

დღის ამბები