გაყინულ შუქს ფოტოგრაფები სარეკლამო კამპანიაში ხშირად იყენებენ, მაგრამ პიკასოს დამკვიდრებული ტექნიკა სცენაზე აქამდე არასოდეს უნახავთ.
პირველად ფოტოგრაფიისა და ფერწერის ისტორიაში ტილოს ნაცვლად - ჰაერი და ფუნჯის ნაცვლად - სინათლე თეატრის სცენაზე ქართველებმა ნახეს.
ანტონ ბალანჩივაძის ახალი პროექტის მსოფლიო პრემიერა ოზურგეთში გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.