20 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
ეტყობა, კალაძეს კიდევ ბევრი ნაძვის ხე აქვს დოლარებით მოსართავი - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას ხელმძღვანელი გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს აკრიტიკებს. თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების უკან კორუფციული გარიგებაა, რომლითაც ივანიშვილი და კალაძე მოგებას ნახულობენ. 

"რაც უფრო მეტს ვუსმენ ხელისუფლებას და ივანიშვილის დაქირავებულ ექსპერტებს, მიღრმავდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან, რომელიც ივანიშვილი-კალაძის ჯიბის გასქელებას უკავშირდება. როგორც ჩანს, კალაძეს კიდევ ბევრი ნაძვის ხე აქვს დოლარებით მოსართავი. მისი ცოლი ამბობს, რომ უყვარს კახის ნაძვის ხის დოლარებით მორთვა. ის, რომ ივანიშვილი ქვეყნის იტნერესებს აზარალებს, თვითონ რომ გამდიდრდეს, ახალი არ არის. ეს ვნახეთ საყდრისში. ვნახეთ გაღარიბებული მოქალაქეები და მოგებაზე წასული ქართუ ბანკი. ახლა აგერ ციხისძირში ხეებს თხრის და სახლში მიაქვს," - აცხადებს ჩერგოლეიშვილი. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები