თბილისის პროკურატურაში მისვლას გეგმავს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნოკოლეიშვილი. მისი ჩართვა ექსპერტიზის პროცესში ოჯახმა მოითხოვა, რასაც დათანხმდა გამოძიება.
მისი თქმით, დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს თავისა და ფეხის არეში აღენიშნება, სახეშეცვლილია და კვლევის დასრულებამდე მას უჭირს დაკონკრეტება, როდის და რა გზით არის მიყენებული ჭრილობები.
„ფეხის თითზე კანი იყო ამოჭრილი, აქედან გამომდინარე, რომ დადგინდეს რა საგნით იყო ეს დაზიანება მიყენებული, უნდა ინახოს ის კანი, რომელიც ამოჭრა ექსპერტმა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი იმაზე, თუ რით იქნა მიყენებული და როდის,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
ბიძინა კუჭავას ოჯახი კი უკვე გაკეთებული კომენტარების შემდეგ თბილისის პროკურორთან შეხვედრამდე, დამატებით განცხადებებს არ აკეთებს.