ბიძინა კუჭავას საქმეში ერთერთი მთავარი მოწმე დავით პოპოვი კონტაქტზე აღარ გამოდის, ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს არც მისი ოჯახი.
მეზობლების თქმით, სახლში სადაც მისი დედა ცხოვრობს, ის პერიოდულად მიდის.
მეზობლები ადასტურებენ, რომ მანქანა რომელშიც ოფიციალური ვერსიით ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა, დავით პოპოვს ეკუთვნის, თუმცა მათთვის უცნობია, რა აკავშირებდა მათ და იცნობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს.
მათი ინფორმაციით, წლების განმავლობაში პოპოვი რუსეთში საქმიანობდა, თუმცა ამჟამად საქართველოშია და იქ ხშირად დადის.