20 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სამოქმედო გეგმას წარადგენს

დღეს სამოქმედო გეგმას წარადგენს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ილია ზედგინიძე.

მისი თქმით, პროგრამა, როგორც მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ისე კლუბების განვითარებაზეა ორიენტირებული.

ზედგინიძე პროგრამის პრეზენტაციისას რაგბის კავშირის ფინანსურ მხარეზეც გაამახვილებს ყურადღებას.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს - გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.

 

 

დღის ამბები