ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 138-ე და 157-ე კილომეტრზე მისაბლმელიანი და ნახევდრადმისაბმელიანი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრასპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე თავისუფალია. ასევე გზის დარჩენილ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზეც.
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური - კობის მონაკვეთზე შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვებია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური და კობი-ლარსის მონაკვეთზე.
თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მე-100-ე და 188-ე კილომეტრზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე.