20 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
კრწანისის მაჟორიტარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს მოუწოდებს ნაციონალური მოძრაობის თამაშში მონაწილეობა არ მიიღონ

კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს მოუწოდებს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა არ მიიღონ.

ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, თავმჯდომარეები ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულმა არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვდრაზე დაიბარეს და წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდეს. მისივე ინფორმაციით, პირიმზის შენობაში გამართულ შეხვდრაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს გარკვეული სახის ფინანსურ წახალისებასაც დაჰპირდნენ.

"პირიმზის შენობაში ნაციონალური მოძრაობის სატელიტმა არასამთვარობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს შეხვედრა, კრწანისის რაიონის ამხანაგობის თავმჯდომარეებთან. ისინი მოუწოდებდნენ ამხანაგობის თავმჯდომარეებს, რომ ჩართულიყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს და მათ გაეკონტროლებინათ  მუნიციპალიტეტის საქმიანობა", - აღნიშნა თბილისის რაიონის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა.  

კრწანისის რაიონის ბინათმესაკუთრეთ ამხანაგობის თავმჯდომარე არასამთავრობოებს მიმართავს. 

"მინდა ვთხოვო არასამთვარობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ ამხანაგობის თავმჯდომარეებს არ გვჭირდება შუამავალი მაჟორიტარ დეპუტატთან და მუნიციპალიტეტთან", - აღნიშნა  ციური ასლანიკაშვილმა.

დღის ამბები