დღეს გარემოვაჭრეებმა ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, საპატრულო პოლიციამ მათ გარევაჭრობა აუკრძალა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.
მოვაჭრეების თქმით, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა და მისი აკრძალვის შემთხვევაში ათეულობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.
ჯავახეთის ქუჩა საპატრულო პოლიციამ გახსნა, თუმცა გარემოვაჭრეები აქციების შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, სანამ გარეთ ვაჭრობის საშუალება არ მიეცემათ.