ირაკლი კაკაბაძე ლევან მურუსიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს. უფლებადამცველი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის დაშლას ითხოვს. კაკაბაძის განმარტებით, აქციები მასშტაბური იქნება და მასში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.
კაკაბაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში ორ დღეში გაიმართება. უფლებადამცველი 25 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოსთნ, მურუსიძის მისამართით უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო დააკავეს.
"მურუსიძის ყოფნა ამ ორგანოში მიუღებელია ბევრი ადამიანისთვის. ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ შეტევაზე გადასვლას. იგეგმება მშვიდობიანი აქციები იმისათვის, რომ მკვლელების მფარველები ამ სისტემაში არ იყვნენ,"- განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.