გუდაურიდან კობის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
"თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,"- ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.