თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში სამხედრო მოსამსახურეების ხმის უფლებასთან დაკავშირებით საუბრობს და არასამთავრობოებსა და პოლიტიკოსებს მიმართავს. მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალები რომლებიც ეცდებიან, რომ სახედროებს ხმის უფლება ჩამოართვან, ვერასდროს მოახერხებენ საქართველოში გამარჯვებას.
“მინდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ამ თემით, დავპატიჟო გარდაბნის რაიონში, რომ ნახონ სინამდვილეში რას წარმოადგენს გარდაბნის რაიონი თავდაცვის სამინისტროსთვის. გარდაბანში არის, პრაქტიკულად, ყველა სამხედრო შენაერთი, რაც კი თბილისის გარშემო არსებობს. ვინმეს თუ აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოში ოდესმე დადგება ის დრო, რომ სამხედროებს ჩამოართმევენ ხმის უფლებას, გარწმუნებთ, რომ საქართველოში ვერსადროს ვერ გაიმარჯვებენ ესეთი პოლიტიკური ძალები. ამ ადამიანებმა იციან, რომ არავითარი შანსი გამარჯვების არა აქვს იმიტომ, რომ ახალა საბაბს ეძებენ ბოიკოტისთვის, გონიათ რომ იპოვეს ეს საბაბი, მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა, ამით კიდევ უფრო მეტად ამყარებენ შეიარაღებულ ძალებში საკუთარი პოლიტიკური ძალების მიმართ ანტიპატიას“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.