მძღოლების ნაწილი ავტობუსების გაუმართაობაზე ღიად ალაპარაკდა. მათი თქმით, დედაქალაქში მოძრავ ტრანსპორტს ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა, რაც მოქალაქეების გადაადგილებას საფრთხის ქვეშ აყენებს. მძღოლების ნაწილი სამუშო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდასაც ითხოვენ.
გაუმართავი ავტობუსების ნაცვლად დედაქალაში ახალი ტრანსპორტის შემოყვანა და მძღოლებისთვის ხელფასის მომატება იმ ინიციატივების ნაწილია, რომელსაც ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას სთავაზობს.
სატრანსპორტო პრობლემებისა და ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვის შესახებ მომზადებული ინციატივა საკრებულოს დეპუტატებმა თავდაპირველად მერიაში წერილობით მიიტანეს, თუმცა ოპონენტების ინიციატივას თბილისის მერიიდან არავინ გამოხმაურებია.
ავტორი: ეკო მაღრაძე