20 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
მერიიდან 120 ადამიანი გაათავიუფლეს

ახალ წლამდე ორი დღით ადრე მერიიდან  120 ადამიანი გაათავიუფლეს. მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში მომუშავე პირების გამოცდილება მერიის ახალი ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ დავით ნარმანიას ხელმოწერილი გათავისუფლების დოკუმენტი პირდაპირ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცეს.

არ ცერთი მათგანისთვის წინასწარ არავის უცნობებია, რომ ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდნენ, მერიის უკვე ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ მათი გამოშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და გათავისუფლების გადაწყვეტილება არა მერიაში, არამედ სხვა უწყებაში მიიღეს.

მერიიდან გათავისუფლებული პირების საქმეს უკვე სწავლობს არასამთავრობო სექტორი. მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად ისინი თბილისის მერის გადაწყვეტილების გასაჩივრებას მომდევნო კვირაში სასამართლოში გეგმავენ.

120-ზე მეტი ადამიანის სამსახურიდან გათავიუფლების თემაზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები