ნაციონალურმა მოძრაობამ ეკონომიკური კრიზისდან გამოსვლის მთავარი მიმართულებები 3 პუნქტად ჩამოაყალიბა. უმცირესობა მოგების გადასახადის სრულად გაუქმებას, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასა და პენსიების 50 ლარით გაზრდას ითხოვს.
გიორგი კვირიკაშვილმა შეთავაზება ნაციონალური მოძრაობისგან კონსულტაციების გამართვის თაობაზე დღეს ოფიციალურად მიიღო. მთავრობის მეთაურის თანხმობის შემთხვევაში უმცირესობა მზად არის პრემიერთან მოლაპარაკებაზე ანტიკრიზისული გეგმით მივიდეს.
ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ინიციატივას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე მხარს არ უჭერენ და მთავრობის წინადადებებს ელოდებიან. ისინი ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტს პენსიის 50 ლარით გაზრდის რესურსი არ აქვს.
პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და გიორგი კვირიკაშვილისთვის ეკონომიკური პროგრამის წარდგენას გეგმავენ თავისუფალი-დემოკრატებიც.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი