ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრიდან აღებული კანის ფრაგმენტს დაათვალიერებს დღეს დამოუკიდებელი ექსპერტი, რის შემდეგაც მაია ნიკოლეიშვილს შეეძლება საუბარი, რა სახის დაზიანება აქვს ბიძინა კუჭავას ფეხზე მიყენებული და რა მანძილიდან არის გასროლა განხორციელებული.
ხვალ კი ოჯახის ადვოკატები პროკურატურიდან მასალებს ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი საგამოძიებო უწყებისგან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკითხვას მოითხოვენ.
ოჯახის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ არჩილ თალაკვაძემ ბიძინა კუჭავა, რომელიც ოფიციალურად ამ დრომდე არ არის აღიარებული ბრალდებულად, მკვლელად დაასახელა, რითაც უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია.
მომავალ კვირას კუჭავების ოჯახი პატივისა და ღირსების შელახვისთვის თალაკვაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ და დავით პოპოვის კიდევ ერთხელ დაკითხვას ითხოვენ.