საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დღეს აქციის ფონზე ჩაივლის. არასამთავრობო და პოლიტიკური სექტორების მიერ ორგანიზებული პროტესტი 12:30 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთანაა დაგეგმილი.
ამ საკითხზე მომუშავე მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა ქალაქში საცობებს ვერ განტვირთავს.
ნაციონალურ მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება კანონპროექტს მიიღებს, ეს ქვეყანაში უმუშევრობის დონეს გაზრდის.